პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ. კანონპროექტის ავტორი უმრავლესობაა, მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. განათლების კომიტეტის ინფორმაციით, ცვლილებით უკვე წელს 2500 ბავშვი შეძლებს სარგებლობას.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავწიოთ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი. განვსაზღვროთ 6 წელი, რომელიც პირს შეუსრულდება 1 -ელ ოქტომბრამდე. აღნიშნული ცვლილებით შესაძლებლობა ექნება უკვე წელსვე 2500-მა პირმა მიმართოს სკოლას.
დღეს, ასევე ვიწყებთ განხილვას ერთი მნიშვნელოვანი საკითხის, რომელიც შეეხება საბაკალავრო პროგრამებში ე.წ. მასწავლებლის მომზადების მაინორ პროგრამების დანერგვას.
საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის განმავლობაში შეეძლებათ აირჩიონ და გაიარონ მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლება. განათლების და მეცნიერების კომიტეტი იწყებს 2 თემატურ მოკვლევას მნიშვნელოვან საკითხებზე: ერთი, სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ეფექტიანობის შეფასება და მერე, ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი.
ცნობისთვის, "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესაძლებლობა აქვს მივიდეს იმ ბავშვს, ვისაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდება.