ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში განვავითაროთ საქართველოში სტემ სწავლება ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდილებით, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ სკოლების ახალ რეფორმაზე საუბრისას.
„გვაქვს სურვილი, რომ შევქმნათ სტემ კლუბები, რომელიც იქნება როგორც საბუნებისმეტყველო, ისე ზუსტი მეცნიერებების ინტეგრირებული სწავლის მოდელი. ჩვენი მიზანია ჰუმანიტარული სწავლების მიმართულებით, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერება.
ასევე ვგეგმავთ შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი. ეს გამოწვეულია სასკოლო საზოგადოების, სკოლის მოსწავლეების მოთხოვნიდან“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.
განათლების მინისტრმა, ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაცია გამართა.