საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.3%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა.

მისიამ საქართველოში არსებული ბოლოდროინდელი ეკონომიკური ვითარება, პერსპექტივები და რისკები მიმოიხილა.

როგორც სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, საქართველოში შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა.

„რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრავებელი ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა შეიტანეს. ტურიზმი აღდგა და კოვიდამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებლები იყვნენ. ეს სექტორები სარგებლობდნენ მიგრანტების მაღალპროფესიული ცოდნით და მომატებული სატრანზიტო ვაჭრობით. უმუშევრობა კლებას განაგრძობდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება“, – აღნიშნავენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.

აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ 2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი არის იმის მანიშნებელი, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.2 პროცენტით გაიზრდება.

„2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი მიგვანიშნებს, რომ წელს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, ხოლო შემდგომ 5-პროცენტიან საშუალოვადიანი ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება“, – აცხადებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდში.