1726418250
როდიდან აიკრძალება 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები იკრძალება.
კერძოდ, როგორც ბრძანებაშია ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
შესაბამისად, ახალი წესით, ლარით გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია - სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა ისევ არაუმეტეს 20 წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის ან იმ შემთხვევაში, როცა მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება - არაუმეტეს 10 წელი იქნება.