უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
ერთდღიანი ისტორიული ზრდის შემდეგ, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასების ვარდნა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
იაპონური საფონდო ინდექსი Nikkei 5% გაუფასურდა, 2%-იანი კლებაა სამხრეთკორეულ Kospi აქციებზე. უარყოფითი ტენდენციით გაიხსნა ვაჭრობა ამერიკულ საფონდო ბირჟებზეც. Dow Jones-ის ინდექსი ვაჭრობის დაწყებისთანავე 2%-მდე დაეცა.
ექსპერტები ბაზრებზე დაფიქსირებულ უარყოფით დინამიკას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გარკვეული ნაწილის დროებით შეჩერებას უკავშირებენ.