რამდენად იყიდით დოლარსა და ევროს - ნახეთ, ვალუტის კურსი

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6854 ლარი ეღირება, ევრო – 2.9413 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3992 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6822 ლარი ღირდა, ევრო – 2.9338 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4064 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 21 დეკემბერს ამოქმედდება.