გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ლარი დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 0.6 თეთრით. 4 აგვისტოს ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7244 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7775 ლარი.
კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ერთი ევროსი - 2.83 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.73 თეთრად შეგიძლიათ, ევროსი - 2.78 ლარად.
24 თებერვლიდან დღემდე, ევრო აშშ დოლართან მიმართებით 12%-ით გაუფასურდა. ეკონომისტები ამ ფაქტს რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაუარესებულ ეკონომიკურ პროგნოზებს უკავშირებენ. ივლისში ევრო დოლართან მიმართებით აბსოლუტურ პარიტეტზე იყო, ერთი დღით კი, დოლარზე იაფიც ღირდა.