დოლარის ფასი შეიცვალა - ნახეთ განახლებული კურსი
1679922325
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6441 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6474 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8913 ლარია. მაშინ, როცა 3 თებერვალს მოქმედი კურსი 2.9087 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0174 ლარი შეადგინა.