პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"საქართველოში უძრავი ქონების ფასი მინიმუმ 50% -ით გაიზრდება უახლოეს 3-5 თვეში. დღეს, თუ შესაძლებელია 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების (ბინა და ა.შ) შეძენა საშუალოდ, 800 დოლარად, ეს თანხა სასაცილოდ მოგეჩვენებათ" - წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ლექტორი, პროფესორი ოთო აბესაძე.
ფასების ზრდის გამომწვევი მიზეზები:
ერთი ტონა არმატურის ფასი გადასცდა 1100 დოლარს (პანდემიამდე ღირდა საშუალოდ 600-700 დოლარი) და ფასები კვლავ მოიმატებს 30% -ით.
არმატურის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა იყო უკრაინა სადაც წარმოება არის შეჩერებული.
300% -ით გაიზარდა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არარეზიდენტი პირებისგან (რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ)
50% -ით გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელთა ხელფასი.
40% -ით გაიზარდა ბეტონის ფასი (დამზადება, ტრანსპორტირება)
30% -ით გაიზარდა სამშენებლო მასალის ფასი (ბლოკი, აგური, ცემენტი და ა.შ)
30% -ით გაიზარდა სარემონტო მასალის ფასი.
ინფლაცია.
გაზრდილი ფასების, ინფლაციის და მათი ზრდის ტენდენციის კორელაციით საშუალოდ 1 კვ. მეტრი უძრავი ქონების ფასი გადააჭარბებს 1300 დოლარს.
საწვავის ფასის პრინციპით, ზამბარისებულად მოხდება უძრავი ქონების ფასის ზრდა.
გულწრფელად გირჩევთ რაც შეიძლება მალე მოახდინეთ ინვესტირება მიმდინარე მშენებლობებზე (კომპანიების რეპუტაციის და ფინანსური მდგრადობის გათვალისწინებით) და დროულად შეიძინეთ უძრავი ქონება.
სხვა შემთხვევაში უბრალოდ ძალიან ინანებთ, ვინაიდან თბილისში 1 კვ. მეტრი ფართი საშუალოდ 800 დოლარი აღარასოდეს აღარ ეღირება." - წერს ოთო აბესაძე.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944