კარგი სიახლე სესხებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ამოქმედდა

ფული

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ფიზიკური პირებისთვის და 2 მილიონ ლარამდე ჯამური ვალდებულების მქონე იურიდიული პირებისთვის, სესხების ერთი ფინანსური ინსტიტუტიდან მეორეში გადატანისას რეფინანსირების სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო 2%-დან 0,5%-მდე შემცირდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ი მაქსიმალურად ცდილობს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას, ნათია თურნავას შეფასებით აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საფინანსო სექტორში კონკურენცია გავზარდოთ, ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ჩვენთვის. ჩვენი საბანკო სექტორი არის ძალიან ძლიერი, ძალიან სტაბილური, მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, ასეთი რეგულაციების წყალობით, თუნდაც, იქ სადაც საქმე ეხება საკომისიოებს, ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კონკურენციას, მომხმარებლების დანახარჯების შემცირებას და მათ ფართო არჩევანს სხვადასხვა ბანკს შორის აირჩიონ მათთვის საუკეთესო", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.