1743141376
იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 3 234.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 13.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 12.4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარივნისში, 5 464.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 464.6 მლნ. აშშ დოლარით, აშშ – 1 324.6 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი – 1 282.9 მლნ. აშშ დოლარით.