პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო. ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კი კვლავ მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები რჩება.
მიზეზი კი კობა გვენეტაძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა. ეროვნულ ბანკში მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებენ. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მიზეზი კი აღდგენილი ტურიზმი, ბოლო პერიოდში გაზრდილი ფულადი გზავნილები და მაღალი დაკრედიტებაა.