ამ სფეროში დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ საქართველოში

ხელფასი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2021 წლის მედიანური ხელფასის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

მათი ცნობით, 2021 წლის მედიანური ხელფასი საშუალოზე 31%-ით ნაკლებია და 900 ლარს შეადგენს.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 11.2 პროცენტით გაიზარდა და 900 ლარი შეადგინა. 2021 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 31 პროცენტით ნაკლებია. ცნობისთვის, საშუალო თვიური ხელფასი 2021 წელს 1 304.5 ლარი იყო.

საქმიანობების სახეების მიხედვით, 2021 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 509 ლარი;

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 386 ლარი;

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 298 ლარი;

მშენებლობა - 1 276 ლარი;

სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 1 273 ლარი.

ცნობისთვის, მედიანურია ხელფასი, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი დასაქმებული იღებს ქვეყანაში. „საქსტატი“ როგორც წესი აქვეყნებდა ხელფასების საშუალო თვიურ მონაცემებს. საშუალო ხელფასი წარმოადგენს საშუალო არითმატიკულს და რიგ შემთხვევებში საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად განსხვავდება. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები.