რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გლობალურ ზრდაზე მნიშვნელოვანწილად ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველო კი კვლავ ინარჩუნებს მაღალ, მდგრად ზრდას, რაც უპირატესად განპირობებულია საქართველოს აქამდე არსებული სწორი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა „ქრონიკასთან“.
აბაშიშვილი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ანგარიშს გამოეხმაურა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 5, ან მეტი პროცენტით აფასებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას 2026 წლისთვის. როდესაც მსოფლიოში განსაკუთრებით დაძაბულობაა, როდესაც ყველა შეფასებით და ანალიტიკური მაჩვენებლით გლობალურ ზრდაზე მნიშვნელოვანწილად ნეგატიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მაღალ, მდგრად ზრდას, რაც უპირატესად განპირობებულია საქართველოს აქამდე არსებული სწორი და დივერსიფიცირებული ეკონომიკური პოლიტიკით, როდესაც ერთი რომელიმე ფაქტორი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ვერ ახდენს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ დივერსიფიცირებულად საკუთარი რეფორმები და ზრდის გეგმა წარდგენილი, შესაბამისად დივერსიფიცირებულობა არის დაცულობის გარანტი შემდგომი განვითარების ნაწილში“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა.