ავარია ავტობანზე - სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
1749450613
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4511 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი — თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 9.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი — გენერალური ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები — კონტეინერმზიდი და 11.5 პროცენტით ნაკლები — თხევადი ტვირთმზიდი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 18.2 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.6 პროცენტი — თურქეთის, 10.2 პროცენტი — მალტის, 8.4 პროცენტი — ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 2.1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში გასული მგზავრების წილი აღემატებოდა შემოსული მგზავრების წილს და 56.8 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიში პერიოდში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 709.0 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 9.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 52.5 პროცენტი გენერალური ტვირთი იყო, 28.8 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 18.7 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.