პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხოვნობამ 971 648 პირი შეადგინა. აქედან, პენსიის (ასაკით პენსია) მიმღები იყო 793 751 პირი, რომელთაგან 71.5 პროცენტი ქალია, ხოლო 28.5 პროცენტი – კაცი. რეგიონების მიხედვით, პენსიის მიმღებთა 29.4 პროცენტი თბილისშია, 16.3 პროცენტი – იმერეთში, 10.8 – პროცენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9.8 პროცენტი – ქვემო ქართლში, 8.9 პროცენტი – კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 24.8 პროცენტი ფიქსირდება.
ამასთან, საქსტატის ცნობით, სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა საერთო რიცხოვნობამ 177 897 შეადგინა, საიდანაც 34.7 პროცენტს ქალები შეადგენენ, ხოლო 65.3 პროცენტს – კაცები. სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
რეგიონების მიხედვით კი, სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისშია, 16.9 პროცენტი იმერეთში, 11.4 პროცენტი აჭარის არ-ში, 9.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.3 პროცენტი ფიქსირდება.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 174 379. საქსტატის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა.