VIDEO: დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა - ემოციური კადრები

ქაცარავა

დავით ქაცარავამ დაკარგული ძაღლი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას და საყვარელ ოთხფეხა მეგობართან შეხვედრის კადრებს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ატო დაგვიბრუნდა. ამ დღეების განმავლობაში უამრავი ადამიანი გვწერდა, გვიგზავნიდა ფოტოებს, წუხდა ჩვენთან ერთად ატოს დაკარგვას. დღეს გაგვიმართლა - ანანო სავანელმა Anano Savaneli დაგვირეკა და ეს ხომ არ არის თქვენი ატოო... უდიდესი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ.  ატო დაბრუნდა." - წერს დავით ქაცარავა.