VIDEO: „ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე...“ - რას წერს ნინო ზამბახიძე ვაკეში მომხდარ სროლაზე

კამერა

მოსაშვილის 11 ნომერში არსებულ ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა კაცმა დამიზნებით ისროლა, თუმცა არსებული ინფორმაციით, სამიზნე სხვა პიროვნებაში შეეშალა.

 სროლა "სტრადას" ვერანდაზე მოხდა, სადაც ათობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებოდნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ვაკეში მომხდარ სროლას ეხმიანება და წერს, რომ სროლის მომენტში კაფეში მისი შვილი იყო.

ეხლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე რაც ვნახე. შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილი ნონოა. ალბათ ყველაფერი რაც გაგვიკეთებია მშობლებს კარგი ჩვენ შვილებზე აისახა რომ ცოცხლები გადარჩნენ. იმედს ვიტოვებ რომ სწრაფად იქნება დაკავებული დამნაშავე და რამე უნდა მოვიფიქროთ მშობლებმა ძალადობის აღმოსაფხვრელად.