„თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი, სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და...“ - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი

maiko kawkawishvili

რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2025-ზე მეორე ნახევარფინალში, 15 მაისს წარდგება. აი, თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას, ეს ჯერ არავინ იცის. ამ ეტაპზე მომღერლებმა პირველ არხს სიმღერები გაუგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

სხვებთან ერთად ამ მასშტაბურ გამოწვევაში ჩაება თათია კობალაძეც. იცით, რომ ორი კვირის წინ თათიამ თურქეთში სიმსივნე ამოიკვეთა. თავს მხნედ გრძნობს. როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, სურს ამ ავი სენის მქონე ადამიანებისთვის იმედის მიმცემი მოტივატორი იყოს.

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ევროვიზიაზე უნდა წავიდეს თათია კობალაძე, იმიტომ კი არა რომ ვინმეზე ან უკეთ მღერის ან ნაკლებად არა დღეს ყველა კარგად მღერის!!! მაგრამ თათიას აქვს მებრძოლი ხასიათი სულ რაღაც 2 კვირის წინ ამოიკვეთა სიმსივნე და მისი სული ისევ ანთებულია კონკურსისკენ სადაც დიდი გამოცდილებით სარგებლობს და აქვს კონკურსების იმუნიტეტი!

სიმღერა კი ჩემი დაწერილია, მაგრამ რომც არ იყოს მაინც თათია არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ქალებს მისცემს იმედს და დაამტკიცებს რომ კიბო განაჩენი არ არის, სიმღერაც ამაზე გვაქვს !!!

და ვფიქრობ რომ ეს სერიოზული ქეისია და იმედი იმ ადამიანების ვინც თათიასავით უშიშარი არ არის და ყველაფერი დასრულებული ჰგონია!

თქვენ რას იტყვით მეგობრებო ??

თათიას აქვს ის ენერგია რომ წარმატება მოგვიტანოს !!!!” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.