1695963749
„სვავებად გადაიქცა ამასობაში ხალხი... ამაზე უარესს რას უკეთებს ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი მტერი ნეტა?“ - მაკა რაზმაძე

მსახიობ სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ჟურნალისტი მახა რაზმაძე ეხმაურება და ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.
„სვავებად გადაიქცა ამასობაში ხალხი ამ სოცქსელების გადამკიდე. დასწრებაზეა, აბა, ვინ დაასწრებს ვინმეს სიკვდილზე ან რაიმე ცუდ ამბავზე დაწერას, რომ მეტი ლაიქი ერგოს. ვინმეს ლანძღვა და ჯვარზე გაკვრები ხომ ნორმად იქცა, რეაქციაც კი აღარავის აქვს.
სხვის ცუდზე იცინის ხალხი და უხარიათ... ასე გააგრძელეთ და მერე რუსეთზე, ან თუნდაც იაპონიაზე წერეთ, მტერიაო. ამაზე უარესს რას უკეთებს ჩვენს ქვეყანას ნებისმიერი მტერი ნეტა?
ცოცხალია სოსო ჯაჭვლიანი კიდევ კარგი!“ - წერს მაკა რაზმაძე.
ასევე ნახეთ:
👉 „უკეთესად არის, ვიდრე იყოო...“ - უახლესი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით
👉 ანა ნაცვლიშვილის ფოტოებმა დის ქორწილიდან, გამომწერები აღაფრთოვანა - ნახეთ კადრები
👉 VIDEO: „იამაყეთ ქართველებო!“ - ნუცა ბუზალაძის ახალი კლიპი „თაიმ სქვერზე“ გამოჩნდა