იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა, საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
„სულის ტკივილი იცით რა არის??? ხოდა ეგ სული მტკივა
რომ გეტყოდი ყველაზე მეტად მიყვარხართქო გამიცინებდი.... ხო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ყველაზე მეტად მიყვარხარ. რა გვეშველება უშენოდ ჩემო გულიანო ბიჭო“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებას, ამ დროისთვის, არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა გარდაცვლილის სხეულზე ძალადობის კვალი.