ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ეხმიანება დეკანოზ დავით ისაკაძის ქადაგებას და წერს:
,,ასე გვესმის მართლმადიდებლობა… თურმე ღმერთი ბუჩქებში ჩამალული ურჩხულია და თუ ვინმემ რამე დააშავა, აუცილებლად სეტყვას, მეწყერს, წარღვნას და უბედურებას გამოუშვებს, რომ ამოხოცოს, ამოჟლიტოს, ცოცხლად ჩამარხოს ადამიანები…
თურმე ღმერთს სჭირდება მოზარდების სიცოცხლე მსხვერპლად…
არ დაიჯეროთ ადამიანებო, ასეთ ქადაგებას, სინამდვილეში ბოდვას, არაფერი გააჩნია საერთო არც ღმერთთან, არც ქრისტიანობასთან…
მე ის უფრო მაშფოთებს, მონურად რომ ხრით თავს და პროტესტის გარეშე უსმენთ ამ უტოპიას, ამ დემაგოგიას და საერთოდ არ გიჩნდებათ სურვილი, რომ დაგმოთ, უარყოთ, დაასრულოთ, სინამდვილეში ქრისტეს სახელს ამოფარებული ძალადობა…
საუკუნეების წინ დასრულდა ძველი აღთქმა… იესომ საკუთარი თავი გაწირა კაცობრიობისთვის და მას მეტი მსხვერპლი არ სჭირდება…
სინამდვილეში კი, იცით რატომ ვართ ამ დღეში?! ზუსტად იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა დავამახინჯეთ, ქრისტესგან მრისხანე მსაჯული გამოვიყვანეთ, მას ჩვენი დამახინჯებული მენტალობა ავკიდეთ და თავი სამუდამოდ დავისაჯეთ…
სულ არ მაინტერესებს, ვის გააღიზიანებს ჩემი სიმართლე და ვის მოეწონება… მე მხოლოდ ის მსურს, ჩემგან შეყვარებული იესოს და საკუთარი თავის წინაშე ვიყო მართალი…
ღმერთმა მუსიკა, სიმღერა, ცეკვა, პოეზია მშვენიერებისთვის, სიხარულისთვის შექმნა… ვინც მშვენიერებას გმობს, ის ღმერთს გმობს…
ნუ იცხოვრებთ ძველ აღთქმაში… მას იესომ კარი მიუხურა და ახალ აღთქმაში შეგვიძღვა, რომლის ისტორია გოლგოთაზე, მისი უმანკო სისხლით დაწერა…", - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
,,ნუ რისკავთ, საკუთარი და სხვისი სიცოცხლით!" - უმძიმესი ავარია თბილისში
„ჩემთვის ის, მისი ოჯახით ცოცხალია...“ - რას იხსენებს მეგობარი ზაზა მესხზე