1737285948
საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს. რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით, რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საზოგადოებას მოუწოდებს არ გადაიხადონ რუსულ პროდუქტში ფული, რაც მთლიანობაში მათ ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს.
მისი თქმით, თითოეული თეთრით, რაც რუსეთში ჩვენი სახელმწიფოდან შედის, ჩვენთვისვე განკუთვნილ იარაღს ვაფინანსებთ.
„ცხინვალიდან ტანკები გაიყვანა ურდომ, უკრაინისკენ გადაისროლა, გულდაწყვეტილია და თან, ჭკვიანად რომ ვიყოთ, დაბომბვით და ქიმიური იარაღით გვემუქრება.
კიდევ შეგახსენებთ ძველ რაჭულ ანდაზას " ზღვა კოვზით დაილევა", თითოეულმა ადამიანმა რომ არ გადავიხადოთ არცერთი თეთრი რუსულ პროდუქტში, მთლიანობაში ამითაც დავარტყამთ. რუსულ სალაროში გაშვებული ყველა თეთრით, რუსები ჩვენივე მკვლელობის იარაღს აფინანსებენ. საკუთარ სიკვდილში ნუ გადავიხდით ფულს, რამდენადაც უშუალოდ ხელი მიგვიწვდება. ასევე არ დაგავიწყდეთ, 2000-ზე მეტი ჩვენი ჯარისკაცია უკრაინაში. იყიდი რუსულ მაკარონს, - აფინანსებ მათთვის სასროლ ტყვიას. ლუკოილიც რუსულია, იცოდეთ. გადადით სხვა საწვავზე გთხოვთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.