„პაციენტებს მძიმე დიაგნოზს, განზრახ, უსვამდა..." - დაკავებულია ექიმი, რომელიც 20 წელი არასწორად მკურნალობდა

ზამორა

ტეხასის შტატში დააკავეს ექიმი, რომელიც პაციენტებს არასწორ დიაგნოზს განზრახ უსვამდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ზამორა კესადას სასამართლომ თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

„ზამორა კესადა თავის პაციენტებს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზს უსვამდა და ტოქსიკურ მედიკამენტებს უნიშნავდა. მძიმე დიაგნოზის გამო, პაციენტები იძულებულები იყვნენ ექიმთან რეგულარული ვიზიტები ჩაენიშნათ. ზამორა მათ არასაჭირო ტესტირებების, რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და სხვა პროცედურების ჩატარებას ურჩევდა. იმისთვის, რომ ამ ყველაფრით მაქსიმალური სარგებელი მიიღო, ზამორა სამედიცინო ჩანაწერებს აყალბებდა და სადაზღვევო კომპანიებს პაციენტების მდგომარეობის შესახებ ცრუ ინფორმაციებს აწვდიდა, რათა მათთვის თანხა გამოეძალა",- აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტებში. 

ზამორას ეს საქმიანობა 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 325 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მოიცვა. 

საქმის პროკურორების თქმით, ზამორას მიერ პაციენტებისთვის განზრახ დანიშნულმა არასაჭირო მედიკამენტებმა ისეთი გვერდით მოვლენები გამოიწვია, როგორიცაა ინსულტი, თმის ცვენა, ღვიძლის დაზიანება და ა.შ. 

პაციენტებისგან მიღებული თანხით მან საკმაოდ მდიდრული ცხოვრება მოიწყო. შეიძინა პირადი თვითმფრინავი, 13-მდე სახლი, სპორტული ავტომობილი Maserati GranTurismo.