რა შეემთხვა დომენიკ მანგოს ზუგდიდში

ბლოგერი

სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ზუგდიდში ჩემს ახლო-მახლოს ერთი კაცი იდგა, პირადად ჩემთან არ მოსულა და სიტყვა არ უთქვამს, თუმცა როგორც კი გვერდზე ქუჩაზე გადავედი, ჩემი მეგობრების დასანახად დიდი მზესუმზირის პარკი ჩატენა მიწისქვეშა წყლის მილში, ხოლო მზესუმზირის ცმაცუნით ხმამაღლა ისაუბრა ტელეფონზე "გაგებით ვეკიდები მის ჩამოსვლასო".

მე როცა დავბრუნდი, არც ტელეფონზე საუბარი აღარ ისმოდა და არც ის ნაგვის პარკი შემიმჩნევია, რომელიც მოახერხა და ბოლომდე ჩააგდო რკინის ბადით დახურულ ორმოში. მოგვიანებით მითხრეს ეს ამბავი... 

მეგობრებო. შეგიძლიათ გაგებით მოეკიდოთ ჩემს მოგზაურობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ამისთვის შეგიძლიათ პირადად ჩემთან მოხვიდეთ და მე მითხრათ ეს. ტელეფონზე ირიბად საუბრით და ნაგვის ორმოში ტენვით არც რამე ქვეტექსტს ვხვდები, გარდა იმისა, რომ ბუნებას ანაგვიანებთ! ნაგავი უნდა ჩააგდოთ ნ ა გ ვ ი ს უ რ ნ ა შ ი ! გაგება ეს იქნებოდა. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ შევამჩნიე ეს აგრესიული მინიშნება. ცოტა ხანში ისევ ჩამოვალ ეტლით და იქნებ ნაგვის ურნების პრობლემაც იყოს, დავაკვირდები", - წერს მანგო.