„კიდევ ერთი მზე ბიჭი ვერ დაბრუნდა სამშობლოში“ - ისრაელში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ემიგრანტი გარდაიცვალა

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ისრაელში, აშკელონში ქართველი ემიგრანტი, ლაშა ზაზარაშვილი გარდაიცვალა.

„კიდევ ერთი მზე ბიჭი ვერ დაბრუნდება სამშობლოში.. ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი ლაშა, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.

არსებული ინფორმაციით, ლაშა გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში იპოვეს, დაზიანებების გარეშე... მიმდინარეობს გამოძიება და შემდეგ სამშობლოში გადმოასვენებენ“, - ამბობს შოთო სიხარულიძე.