საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი „ომიკრონით“ არის ინფიცირებული. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ამჯერად იგი საზოგადოებას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უყვება.
როგორც ეკო ფანგანი ამბობს, იგი თავს კარგად გრძნობს და ვირუსი მისგან არავის გადაედო. (სტილი დაცულია)
„მოკლედ მოვყვები ჩემს კოვიდ მდგომარეობას, ვიცი გაინტერესებთ. პირველ რიგში, ძალიან კარგად ვარ.
მოკლედ, ბუსტერის შემდეგ 6400 ანტისხეულის ფონზე, მაინც შემხვდა „ომიკრონის“ შტამი (რომელიც ვერ აღიქვამს ამ რაოდენობებს), მაგრამ ჩემმა ამდენმა ანტისხეულმა ჩემში შეაკავა ვირუსი და არ გადაედო ჩემს რამდენიმე ახლობელს ადამიანს, რომლებთანაც სიმპტომის გამოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე მქონდა ძალიან ახლო კავშირი (ბუნებრივია, ისინიც აცრილები). არა და, ომიკრონის შტამი საშიშად გადამდებია. #აცრაიცავს
ჩემი სავარაუდო ინფიცირების დღეს არც არავისთვის მიკოცნია, არც ჩავხუტებივარ და ა.შ. ანუ არ ვიცი ვისგან გადამედო. რამდენიმეს ერთად დაგვეწყო სიმპტომები, სხვები კარგად არიან, გადაგვდო უცნობმა აუცრელმა.
დღეს მეექვსე დღეა, თავს ვგრძნობ ფანტასტიკურად. უკვე რამდენიმე დღეა პირველი ორი დღე მტკიოდა ყელი (რაც სულ მტკივა) და ცოტა ხმა დამიბოხდა. გავიკეთე სისხლის ყველა საჭირო ანალიზი, ყველაფერი წესრიგში მაქვს.
ვარ ჯანზეც, კარგ განწყობაზეც, სახლში გავდივარ საშუალოდ 5500 ნაბიჯს, ვიღებ 2-3 ლიტრ სითხეს და ვაქტიურობ.
ყელის ტკივილის პირველივე დღეს გავიკეთე პსრ ტესტი (რადგან იზოლაციაში გავსულიყავი თუ რამეა) და გამიმართლა, რომ იმ დღესვე დამიდასტურდა.
ზოგიერთ ჩემს მეგობარს რამდენიმე დღე არ უდასტურდებოდა. ომიკრონი ცხვირ-ხახაში კარგად არ ჩანს, ამიტომ არ მოდუნდეთ და ფრთხილად იყავით.
მოკლედ, მეგობრებო, გაიკეთეთ აცრა, პირველივე სიმპტომზე დაიტესტეთ და იზოლირდით პასუხის მოსვლამდე“,- წერს ეკო ფანგანი.