„მპოვნელი დასაჩუქრდება 1000 ლარით“ - 3 კვირაზე მეტია ოჯახი უშედეგოდ ეძებს ოთხფეხა მეგობარს

დაკარგული ჯესი

3 კვირაზე მეტია ოჯახი უშედეგოდ ეძებს ოთხფეხა მეგობარს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვს.   ძაღლი ნუცუბიძის მე-4 პლატოდან 28 სექტემბერს დაიკარგა.

დამახასიათებელი ნიშნები : არის ძუ, ყურები და კუდი აქვს მოჭრილი. ძაღლი რეაგირებს სახელზე - ჯესი.
თუ სადმე ნახავთ დაუკავშირდით პატრონს ნომერზე : 598950101

„თუ ამ ყველაფერს ხედავ ვინც ხარ და სადაც ხარ, არ ღირს ცხოვრება ადამიანების და ჯესის ასე ტანჯვად, არ გამოგადგება 3 წელი სხვისი გაზრდილი ძაღლი,რომელსაც სიყვარულის მეტი არაფერი უნახავს და გული მეგლიჯება იმაზე ფიქრით, როცა თავისიანებს ვერ ხედავს რა დღეშია. გამოიჩინე გულისხმიერება და დაგვიბრუნე. ვერც შენ შეირგებ და ოჯახსაც ნუ მოუშალე ცხოვრების ხალისი,სამი ბავშვი ელოდება სახლში!“,- წერს ჯესის პატრონი.