ასტროლოგები 2026 წლის 2 ფავორიტ ნიშანს ასახელებენ
1765915370
ქართველი რეპერი გიორგი პავლიაშვილი იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
როგორც რეპერი წერს, მას ახალგაზრდა კაცმა დაკარგული თანხა უკან დაუბრუნა.
,,ვერ ვიტან ჯიბით ფულის ტარებას, მაგრამ ახლა მომიწია. მანქანაში ვიჯექი, გაჩერებული და უკან მომიჩერა ახალგაზრდა ბიჭმა (გივი) - მითხრა ფული დაგივარდაო (200$) თურმე წინა ლოკაციაზე სადაც ვიყავი, იქ ამომივარდა და მერე უკან გამომყვა მანქანით. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ადამიანები და მადლობა მათ, რომ ალამაზებენ ამ ქალაქს!
რა თქმა უნდა, ფული ძმაკაცურად გავიყავით, არ მართმევდა არაფრის დიდებით, მაგრამ ხომ შეეძლო საერთოდ არ მოეცა…
კარგი შეგრძნებაა, მაგრამ შემდეგში ფრთხილად ვიქნები", - წერს რეპერი სოციალურ ქსელში.