დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.
პოპულარული გაზეთისგან 10 ქულა მხოლოდ კვარაცხელიას ერგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა. ის მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა.
წარმატებულ თამაშს იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე ეხმაურება და წერს:
„ასე იწყებოდა…
(სიუჟეტი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იქნება, მარსზე კოსმონავტების გადაღებაც რომ მომიწიოს)
2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვები იყო…კოვიდიანი ვიწექი სახლში…
ჯერ ერთი მხრიდან, გავიგე: ეს რა ფენომენი გყოლიათ ქართველებს, მერე მეორე, მესამე, მეოთხე და სულ რაღაც სამ კვირაში, უკვე მთელი იტალია ლაპარაკობდა…
როდესაც ხვიჩა ნეაპოლში გადმოვიდა, ქართველების ნაწილმა მეტ-ნაკლებად ვიცოდით მისი შესაძლებლობები, მაგრამ იტალიელებისთვის ის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მივხვდი, რომ საქართველოს და ქართველი ემიგრანტების თავს, რაღაც ჯადოქრობა ხდებოდა… შემომიჩნდა ჟურნალისტური ჭია და აღარ მომასვენა…
ავდექი, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი და ეს ჩავიდინე… ქეთა მიღებდა, დისტანციურად, კოვიდსაწინააღმდეგო კამუფლაჟით…
ერთ კვირაში (კოვიდნეგატიური) უკვე სტადიონზე ვიყავი, ხვიჩას და მისი ნაპოლის ისტორიის თქვენთვის მოსაყოლად… ეს უკვე ისტორიაა!“,- წერს ჟურნალისტი.