პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას სახელით, ინტერნეტში ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ განცხადებას ფეისბუქ გვერდის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,მეგობრებო,
ინტერნეტით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს ქალბატონმა ლელა კაკულიამ "გიორგი ბრწყინვალის" ვინაობა დაასახელა და "აღიარა", რომ ეს ლევან ხაბეიშვილია.
კატეგორიულად ვაცხადებთ: ქალბატონ ლელას ასეთი რამ არ უთქვამს!!!
საერთოდ ლევან ხაბეიშვილზე ერთი სიტყვაც არ აქვს ნაწინასწარმეტყველები და გამოქვეყნებული!!!
გავრცელებული ხმები არის წმინდა წყლის ტყუილი,
აბსურდი, რომელიც ვიღაცის "პოლიტიკურ თავში" მომწიფდა და მერე რაღაც გაუგებარ პორტალზე იშვა.
უბრალოდ, ვიღაცები ფუჭად ოცნებობენ - ძალიან ფუჭად!
წინასწარმეტყველების მორგება შეუძლებელია!
"გიორგი ბრწყინვალე" აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა და ამას ვერავინ გადააკეთებს თავის გემოზე.
და საერთოდ: ლელა კაკულიას ყველა წინასწარმეტყველება ქვეყნდება აქ. ინფორმაცია, რომელიც ამ გვერდზე არ იდება და მხოლოდ საეჭვო წყაროებით ვრცელდება, შეთხზულია!!! ადმინისტრაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.