1746733103
,,გული მოგვიკალი... რით ვანუგეშოთ შენი გაუბედურებული დედა..." - ტრაგიკულად დაღუპულ ემიგრანტს ემშვიდობებიან

,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში, თურქეთში, ტრაგიკულად დაღუპული ემიგრანტის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს.
,,ყველა ემიგრანტის ტკივილი ხარ სოფო. რა ვუთხრა, რით ვანუგეშო შენი გაუბედურებული დედა, ისიც ხომ შენსავით ემიგრანტია. უფალო გააძლებინე, თუ ამას გაძლება ჰქვია.
თურქეთში, იზმირში ტრაგედია დატრიალდა. ემიგრანტს ტრაილერი შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა. 37 წლის სოფო ცომაიას გლოვობს აბაშა.
14 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ აბაშაში?
ვინც გიცნობდა, ყველას გული ჩასწყვიტე, ცხარე ცრემლებით დაგტირიან თურქეთის ემიგრანტები... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარ ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?!", - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
,,ეცადეთ, რომ არ დალიოს ბავშვმა... არც კი გააკაროთ!" - გაფრთხილება მშობლებს