„ღვთისმშობლის ხატს ვევედრებოდი მთელი 9 თვე ლილიზე...“ - რას წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი

ჯანეტი

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ გამომწერებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ჯანეტმა ამჯერად გამომწერებს ეკლესიიდან გაუზიარა კადრები და წერს: „ამ ღვთისმშობლის ხატს ვევედრებოდი მთელი 9 თვე ლილიზე, რომ ბედნიერი და ჯანმრთელი დაბადებულიყო. ვიყოთ ყოველთვის მადლიერები.“

ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი. წყვილს უმცროსი ქალიშვილი 7 სექტემბერს შეეძინათ, გამომწერებს კი პატარა ლილი სულ, რაღაც რამდენიმე თვის წინ გააცნეს.