„გაჩერებასთან მოწყალებას ითხოვს. მე ფული არ მინდა წიგნის კითხვა მინდა, თუ სადმე იაფად ნახავ მომყიდეთო...“ - რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი

ბებუცა

„ფეისბუქის“ მომხმარებელი ანა ანდღულაძე სოციალურ ქსელში ბებოს შესახებ წერს, რომელიც ორთაჭალის მოედანზე მოწყალებას ითხოვს:

„ორთაჭალის მოედანზე გაჩერებასთან ხესთან ზის და მოწყალებას ითხოვს.

გაჩერებაზე რომ მივედი ხურდები მქონდა და მივეცი. ამ ქალს წლებია ვხედავ აქ. როგორ ზის წიგნით ხელში.

ხურდა რომ ჩავუყარე გამომელაპარაკა, რაღაცები მომიყვა ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლოს მეკითხება შეეძლო თუა რა რაღაც ეთხოვა ჩემთვის. მეც რა თქმა უნდა კი ვუთხარი დიალოგი ასე გაიმართა:

- წიგნის კითხვა თუ გიყვარს ჩემსავით და წიგნები გაქვსო შეგიძლია რომ მათხოვო ხოლმე და გპირდები დაგიბრუნებ.

- როგორი წიგნები მოგწონთ?

- სათავგადასავლო და დეტექტივი მკვლელობებზე

- გპირდებით, ხვალ მოგიტანთ უბრალოდ მითხარით რა გაქვთ წაკითხული

(რომ, ვუთხარი მოგიტან თქო სიხარულისგან ტაშის დაკვრა დაიწყო და ხმამაღლა მიხდიდა მადლობას მითხრა რომ აგათა კრისტის წიგნები მოსწონს ძალიან )

- მე ფული კი არ მინდა წიგნის კითხვა მინდა, თუ სადმე იაფად ნახავ და მომყიდეთ გამიხარდება.

ყველანაირად ვეცდები ბევრი წიგნი მოგიტანოთ (ისევ იგივე ბედნიერებით დაიწყო ტაშის დაკვრა და მადლობების გადახდა) იქნებ ვინმეს გქონდეთ, წიგნები რომლებიც უკვე წაკითხული გაქვთ და არ დაგენანებათ მისთვის,  დაუტოვეთ წიგნის ყდაზე რაიმე ნაწერი და აჩუქოთ დარწმუნებული ვარ უზომოდ გაუხარდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიტოვებულ ფერმაში, ახალგაზრდა გოგოს თითები დააჭრა, მან კიდევ 2 ქალის მკვლელობა აღიარა“- ქართველი სერიული მკვლელის საქმე

„გამოძიებული მაქვს ყველაფერი, მკვლელიც ვიცი ვინ არის...“ - ავიალაინერში გარდაცვლილი 23 წლის ბიჭის მამა

ქართველი სერიული მკვლელები, რომელთაგან ორი ქალია - სკანდალური საქმეების დეტალები