პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
როგორც კომპოზიტორი წერს, ქართული თეატრის ამბებზე, ნიკა წულუკიძის სპექტაკლმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
,,რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემი უძვირფასესი ნიკა წულუკიძის მონო სპექტაკლი (ნამდვილად ასე ვუწოდებდი!) ქართული თეატრის ამბებზე… ამ ბოლო დროს კი შემომეჩვია ცრემლი, მაგრამ დღეს ალბათ ყველა საკუთარ რეკორდს გადავაჭარბე…
რეცენზიებს და გარჩევებს ვერ ვწერ, მაგრამ რუსთაველის თეატრს მთელი გულით ვთხოვ ეს სანახაობა რეპერტუარში შეიტანოს, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამემამულემ ნახოს და განიცადოს ჩვენი თეატრის და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიის თან ძალიან საინტერესო, თან ძალიან მტკივნეული და ამავე დროს ძალიან საამაყო ფურცლები…
მთელი გულით ვულოცავ ჩემ სამ სეხნიას ნიკა წულუკიძეს, ნიკა ნიკვაშვილს და ნიკა საბაშვილს, ასევე ოპერის თეატრის ორკესტრის მუსიკოსებს, არაჩვეულებრივ კატო კვარაცხელიას, კრიტიკოსების კვარტეტს და ყველას, ყველას ვინც დღევანდელ წარმატებულ პრემიერას წვლილი შესძინა!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.