პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზესტაფონში, 19 ივლისს ტრაგიკულად დაიღუპა თორნიკე მესხი. გარდაცვლილ ახალგაზრდას მისი გარდაცვლილი კლასელის, სალომე გლოველის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის და თავის შვილსა და მისი მეგობარს ერთად იხსენებს.
„სალო 15 მაისს ბოლო ზარი დაირეკა შენი კლასელებისთვის დე, ხო და მოვიდნენ შენი ბავშვები შენთან, მოგიტანეს ულამაზესი თაიგული და თეთრი პერანგი თბილი სიტყვებით მოხატული თორნიკეც იყო დეე. ახლა ზეცაში წამოვიდა დედი შენთან.
აუცილებლად მოვიკრებ ძალას მივალ და ჩავეხუტები დე გამოვატან შენთან სითბოს დედი, ჩემ ცრემლს და სიყვარულს,მოვა და ჩაგეხუტება და იგრძნობ დედი როგორ მტკივა უშენობა და როგორი ტკივილით ვცხოვრობ,როგორ ვერ ვეგუები უშენობას რა ძალიან მიჭირს დეე თქვენ შემოგევლეთ მე ანგელოზებად მოვლენილებო ამ ქვეყნად. სული მეწვის თოკოს დედის ცოდვით. ვიცი ახლა არანაირი თანაგრძნობა არ მივა მისი დედის გულთან,ვიცი და მენანება ამ ტკივილისთვის. შეხვედრამდე ჩვენო ანგელოზო შვილებო, სალომე გლოველი. თორნიკე მესხი“,- წერს მარი გლოველი.
ასევე ნახეთ:
⇒ VIDEO: გინება და ჩხუბი მეტროში - კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება