მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
სოციალურ ქსელში ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა, რომელიც ახლა გახდა საჯარო
„ჩაწერილია 2023 წლის 22 სექტემბერს
ახლა პირდაპირ მაწვება სათქმელად, რომ საქართველოს არაფერი ემუქრება!!!
ნუ გეშინიათ, ქართველებო! მალე ყველაფერი დამშვიდდება და დალაგდება ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და თავისი ადგილი მიეჩინება. და ვაი შადიმანებს!
სრულდება, რაც წარსულში ვიწინასწარმეტყველე. მოხდება დიდი ცვლილებები, ისტერია სწრაფად ჩაქრება, შადიმანები უკან იხევენ და ძალას კარგავენ; მათი დრო წავიდა.
უფალი სჯის საქართველოს მტრებს. რჩებიან მხოლოდ ღირსეულნი.
ვინც კარიერისა და ფულის გულისთვის ღალატობს ხალხსა და ქვეყანას, და ირწმუნება, რომ სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, კოსმოსი მალე მოუღებს ბოლოს. ისინი ხალხს ატყუებენ, თვალში ნაცარს აყრიან, მაგრამ მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ, რომ მოღალატეებს არაფერი გამოუვათ. უფალი პასუხს მოსთხოვს მათ სამშობლოს გაყიდვისთვის. და ეს მომენტი ძალიან ახლოსაა. ფრთხილად!
ვიმეორებ: კრემლი თავის კანდიდატს ვერ დასვამს საქართველოს „ტახტზე“. ეს ასეა და ამას ვერც რუსეთი და ვერც სპეცსამსახურების მონები ვერ შეცვლით. კოსმოსიდან ისეთ პასუხს მიიღებთ, რომ მტრის კარს! გეშინოდეთ!
ჩემო ქართველებო, უფალს უყვარხართ, იგი თქვენთანაა და მალე დაგვიყენებს მომავალს, რომელშიც საქართველო თავისუფალია და გაბრწყინებული, გალაღებული და ბედნიერია ერი ჩემი.
ვხედავ, მოდის დრო, როცა საქართველო ერთიანდება და მისი საზღვრები საიმედოდ, მტკიცედ იკეტება.
რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეს ომი ჯერ არ დამთავრდება. სომხეთი ასე ადვილად არ დათმობს პოზიციას. რუსეთის სიტყვა სომხეთში ძალა აღარ აქვს. რუსეთმა სომხეთი უკვე დაკარგა, და ამას მალე ვიხილავთ.
ჩემი საქართველო კი ნელ-ნელა წყნარდება, მშვიდდება, იწმინდება, უფლის საცერი იცრება და ფრთხილად!!!“,- წერს ლელა კაკულია.
ასევე ნახეთ: