4 შვილის მამა, დეკანოზი შვილებთან ერთად აბარებს გამოცდებს

დეკანოზი

გამოცდების ეროვნული ცენტრი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: „4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც - ნონა და იოანე ბერიძეები.

დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს",- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.