ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

ჟურნალი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მესამე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:
 

  • გეოპოლიტიკური შოკების გადაცემის ფინანსური და რეალური არხები: გლობალური ტენდენციები და საქართველოს შემთხვევა
  • მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა: თეორიული საფუძვლები, გაზომვა და სახელმწიფო ინტერვენციის იერარქია
  • საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: სტრუქტურირებული ფინანსების ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების ალტერნატიული არხი საქართველოსთვის
  • სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმართ ნდობის ფორმირების ფაქტორები საქართველოში: ემპირიული კვლევის შედეგები
    სტატისტიკის წარმოების
  • ინტეგრირებული მოდელი ცენტრალურ ბანკში: საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება

სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.

ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge 

✕