ჟიული შარტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შარტავა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჟიული შარტავას ქუჩის N16-ის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება.

„პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე, განახლდება საპარკო ავეჯი, რის შედეგადაც სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის და კომფორტულ რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცევა. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები. ტერიტორია, სადაც სკვერია, დიდი არ არის 2 000 კვ.მ ფართობზე მეტია, თუმცა აღნიშნული სივრცის გალამაზება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.