წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, გორგასლის ქ.N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.

წყნეთის რაიონში, გორგასლის ქ.N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/29/2026 11:00 -დან 7/29/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წყნეთში: გორგასლის ქუჩას და გურამიშვილის I შესახვევს.

გლდანის რაიონში, გლდანის მასივი, VIII მ/რ N7-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 7/29/2026 11:00 დან 7/29/2026 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივი, VIII მ/რ N1-დან N13-ჩათვლით (სრულად).