1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანიის უპასუხისმგებლობა, სარეაბილიტაციო პროცესის დაგვიანებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია.
„მეტროსადგურ გოცირიძის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. მიმდინარეობს შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტის მონტაჟი და ასევე ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებდა შპს. მამისონი, რომელიც გახდა ტენდერში გამარჯვებული, დაახლოებით 210 დღე იყო განკუთვნილი იმისთვის, რომ სამუშაოები დასრულებულიყო, ამ პროცესმა ძალიან ბევრი პრობლემები შექმნა. კარგად მესმის ყველაფერი ის, რომ მოგვიწია ბაქნის მთლიანი ზოლის ცვლილება, რომელიც პროექტში არ იყო გათვალისწინებული, ავარიულობიდან გამომდინარე მოხდა ამ სამუშაოების ჩატარება, თუმცა ის დაგვიანება, რომელიც გვაქვს სახეზე კატეგორიულად მიუღებელია.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ შესაბამის სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენზე, აისახება პირადად ჩემზე, ჩემს თანაგუნდელებზე, იმ ადამიანებზე, ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობთ და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ქალაქი შეიცვალოს უკეთესობისკენ, ყოველი დღე იყოს უკეთესი, იყოს მოწესრიგებული სივრცეები, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლებული რეკრეაციული სივრცეები. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ არსებობს ასეთი კომპანიები, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც გითხარით სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები და უახლოეს მომავალში მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას როდის იქნება შესაძლებელი, რომ მეტრო სადგურ „გოცირიძე“ მოემსახუროს ადამიანებს “, – განაცხადა კახა კალაძემ.