1765386120
წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი შეუწყდება.
„ნაძალადევის რაიონში, გულრიფშის ქ. N30-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 12/11/2025 13:00 საათიდან 12/12/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სართანიას, გულრიფშის, მესხიშვილის ქუჩებს და თამარაშვილის შესახვევს.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მას. ზემო პლატო, II მკ/რ,N30-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 12/11/2025 22:00 საათიდან 12/12/2025 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილის ზემო პლატოს N28, 29, 30, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის N 34ბ, 37“, - ნათქვამია ინფორმაციაში.











