წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

wyali

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„16 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, თ.მღვდლის ქ. და სადგურის მოედნის კვეთაზე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 16 აპრილს 23:00 საათიდან 17 აპრილის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

ვაგზლის მოედანი 2, გოგოლის N 14-34 (ლუწებს) თამარ მეფის N 33; თევდორე მღვდლის N 3,5,7 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.