წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„26 სექტემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში,გახოკიძის ქუჩაზე ახალ ქსელზე  აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 26 სექტემბერს 10:00 საათიდან 27 სექტემბრის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის მე-2 შესახ, აეროდრომის მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს; ბრილების, კალოუბნის N2-20, კალოუბნის N32,N34, N36, N38, N33, N35, თვალჭრელიძის N2 (ისთფოინთი) ქუჩებს, ალექსანდრე თვალჭრელიძის I.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.