წყალი 8 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„22 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, სოფ. დიდ ლილოში ერეკლე II ქ. N47-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 22 ნოემბერს 10:00 საათიდან 22 ნოემბრის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

სოფ. დიდი ლილოში: არჩილ მეფის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ერეკლე მეორის, უშბის, თეთნულდის, შხარას, მირზა გელოვანის და ალიოშა ჯაფარიძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.