წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

წყალმომარაგება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 10 საათით შეუწყდება.

„27 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, ცინცაძის N37 -თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ოქტომბერს 11:00 საათიდან 27 ოქტომბრის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: სულხან ცინცაძის (საბურთალოს ქ.), ბახტრიონის N 11-39 (კენტებს), საირმის N2 ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

„კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს ცოლები, ეს უკვე ბეზრდებათ ქალებს…“ - ემიგრანტის ემოციური ამბავი

„ესაჭიროება სისხლის გადასხმა“ - ახალგაზრდა მოცეკვავე მძიმე ავარიაში მოჰყვა

ნეკა დოროყაშვილი რომიდან ახალ ფოტოებს აქვეყნებს