წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

GWP-ის ინფორმაციით, 7 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს წყალი შეუწყდება. კომპანიის განმარტებით, სამგორის რაიონში დაგეგმილია აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოების ჩატარება. ასევე წყალი შეზღუდვით მიეწოდება ჩუღურეთის რაიონსაც.

კონკრეტულად:

სოფ. წინუბანში, ბეჩოს ქ-ის N37-თან ქსელზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, წყალი მთელი სოფელ წინუბანის მოსახლეობას 10 საათით შეუწყდება - დილის 10:00სთ-დან 22:00სთ-მდე.

ასევე, 7 აპრილს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჩუღურეთის რაიონში, მ.შერვაშიძის ქ. N37-თან  წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მერი შერვაშიძის ქუჩას შესახვევებით, მგელაძის, ბეთაშვილის, ხუდადოვის N169-179 (კენტებს) და ლიპტოვის N#2 ქუჩებს.