რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად თაფლს მიიღებთ
1737524393
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ვიცერექტორმა გიორგი ღავთაძემ მოაწერეს.
„გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და ინფორმირება გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი პასუხისმგებლობის და ცოდნის გაღრმავებისთვის და, სამომავლოდ, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდიმ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებსა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელშეწყობით, მოხდება სტუდენტების ინფორმირება გარემოსდაცვით და დაცული ტერიტორიების საკითხებზე, განხორციელდება საველე გასვლები, საინფორმაციო ეკოტურები და საჯარო ლექციები.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.