თბილისის ქუჩები, სადაც 8 აგვისტოს შუქი გაითიშება - ჩამონათვალი

შუქი გრაფიკით

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, იყალთოს, ბახტრიონის, გაგარინის, გამრეკელის, კუტუზოვის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის (ნაწილობრივ), ორთაჭალის და შავნაბადას ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვარკეთილი-3 I, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ოჯალეშის, რწმენის, სადგურის, კუპრაძის, კოტეტიშვილის, პოლიციის, ჩხენკელის, კაკაბაძის, შერვაშიძის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის  პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის გამზირის, ციციშვილის, თამარაშვილის, ლეჟავას, თუმანიშვილის და ხაბეიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიაშვილის, ბარნოვის, კეკელიძის, გალის და თერგის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, ლითონკონსტრუქციის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ხელოვანთა, მშველიძის, შანდორ პეტეფის, მუსხელიშვილის და პატარიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), „ღრმაღელეს“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ჯინჭარაძის, ღრმაღელეს, ჩარგლის, ქსნის, ქვიშხეთის, არბოს, ვარდისუბნის, ერწოს და უმიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის I, III, V მიკრორაიონების, ვეკუას, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, გმირ კურსანტთა და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, მიქელაძის, ლუბლიანას, სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.